Sky-Frame ეს არის უნიკალური არქიტექტურული გადაწყვეტილება, რომელიც შლის ვიზუალურ საზღვრებს შიდა და გარე სივრცეებს შორის. Sky-Frame იძლევა საშუალებას შეიქმნას ფანჯრები იატაკიდან ჭერამდე, მთელი კედლები: სწორი, რკალური ან დახრილი. Sky-Frame-ის გასაწევი სისტემები ეს არის ალუმინის კონსტრუქციების ჰაეროვნება და სტილის შეგრძნება, ინდივიდუალური დიზაინი და მოდური არქიტექტურა.
კომპანია „HQWS" შექმნილია შენობების (ვიტრაჟები, ფანჯრები, კარები, აივნები, გასაწევი კონსტრუქციები, უჩარჩო დასაკეცი პანორამული შემინვა) შემინვის სამუშაოების წარმოებაში 20 წლიანი გამოცდილებს მქონე ადამიანების მიერ. ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ არქიტექტორთა ისეთ პროექტებსაც კი, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ მხოლოდ კონცეპტუალურად ეჩვენებოდათ სხვებს.


ჩვენი გადაწყვეტილებები ავსებს საცხოვრებელ შენობებს სინათლით და აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიების უპირატესობებს, ეკონომიკურ დასაბუთებას და, ამავდროულად, სტატიკის, თბოტექნიკისა და მოქმედი სამშენებლო რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობას.

შიდა და გარე სივრცეებს შორის უბარიერო გადასვლის (barrier free) წყალობით მინიმალისტური უჩარჩო გასაწევი ფანჯრები (frameless sliding windows)Sky-Frame შვეიცარიიდან ქმნიან პანორამულ შემინვას თვალწარმტაცი ხედებით და წარმოადგენენ განსაკუთრებული არქიტექტურული გადაწყვეტილებების საფუძველს.

თანამედროვე ტექნიკური შესაძლებლობების გამოყენებით Schüco-ს შემინვის პრემიალური სისტემები იძლევიან ინდივიდუალური დიზაინის შექმნის საშუალებას. თითოეული ობიექტი იძენს საკუთარ და უნიკალურ იერს. Schüco-ს სისტემები ზოგავენ ენერგო დანახარჯებს მაღალი თბოიზოლაციის გამო

ჩვენ ვაფასებთ ჩვენს ურთიერთობას კლიენტებთან, რომელიც ჩამოყალიბდა მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მათი ნდობა ჩვენდამი მომავალშიც შენარჩუნდეს. ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

ჩვენმა გუნდმა განახორციელა პროექტები ესპანეთში, საბერძნეთში, მონაკოში, ესტონეთსა და რუსეთში.

SKY-FRAME 1
Sky-Frame 1 სისტემაში შემავალი 12 მმ სისქის მონოლითური მინა შესაფერისია თბოიზოლაციის საჭიროების არმქონე ადგილებში მონტაჟისათვის. სისტემაში ასევე შედის სპეციალური სრიალა მამჭიდროებლები, რომლებიც უზრუნველყოფენ ხმის იზოლაციის მაღალ დონეს.

SKY-FRAME 2
Sky-Frame 2 ტექნოლოგიით უზრუნველყოფილი შესანიშნავი ხმის და თბოიზოლაციის პარამეტრებმა იგი Sky-Frame-ის ყველაზე პოპულარულ გადაწყვეტილებად აქცია. თხელმა (მხოლოდ 30 მმ სისქის) ერთკამერიანმა მინაპაკეტმა თავი გამოიჩინა, როგორც შესანიშნავმა გადაწყვეტილებამ კლიმატური ზონების ფართო დიაპაზონში.

SKY-FRAME 3
Sky-Frame 3 სისტემა 54 მმ სისქის მინაპაკეტით აკმაყოფილებს უმაღლეს სტანდარტებს. ორკამერიანი მინაპაკეტები უზრუნველყოფენ დამატებით მდგრადობას და კიდევ უფრო მეტ წინაღობას ქარის დატვირთვის მიმართ.

SKY-FRAME FRAMELESS SLIDING DOORS

CLASSIC
სახელწოდება "Classic" იწვევს ასოციაციებს არამხოლოდ "კლასიკურ" მართკუთხა ფორმებთან, არამედ ხაზს უსვამს ამ სისტემის, როგორც Sky-Frame-ის ისტორიაში პირველი სისტემის მნიშვნელობას.

PIVOT
Pivot-ს სისტემაში კარები ბრუნავს ასიმეტრიულად განლაგებული ღერძის გარშემო, რაც ქმნის დროით სივრცულ სტრუქტურას. ელექტრომექანიკური მრავალწერტილოვანი ბლოკირების სისტემა უზრუნველყოფს უსაფრთხოებას.

ARC
Sky-Frame-ის გასაწევი ელემენტები გამოიყენება მოღუნული მინის ფასადების შესაქმნელად, რითაც მატებენ ორგანულ კონტურებს. კონტურები რკალისებრი მინებით უზრუნველყოფენ მდოვრე მუშაობას და მოთხოვნის შემთხვევაში შეიძლება აღიჭურვოს ავტომატური ამძრავით. სისტემა ხსნის მრავალ დამატებით არქიტექტურულ ვარიანტს.


SLOPE
არქიტექტურული მოთხოვნებიდან გამომდინარე, Sky-Frame Slope გასაწევი ფანჯრები უზრუნველყოფენ მათი შიგნით ან გარეთ დახრით მონტაჟის შესაძლებლობას. სპეციალური ნალოები უძლებენ ნებისმიერ ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ დატვირთვას, რითაც უზრუნველყოფენ სვლის შესანიშნავ თვისებებს. დახრის მიუხედავად, სისტემის დრენაჟი აკმაყოფილებს წყალგაუმტარობის ყველა მოთხოვნას.

DRIVE
ელექტროამძრავი უზრუნველყოფს ღილაკზე დაჭერით გასაწევი(სრიალა) ელემენტების მარტივ და პრაქტიკულად უხმო მართვას. ამძრავი იმალება ჭერის სექციაში და აძლევს სისტემას ავტომატურად მოძრაობის შესაძლებლობას.


FLY
როდესაც უცარჩო მწერებისაგან დამცავი ბადე Fly არ გამოიყენება, ის სრულად მოთავსებულია ჩარჩოში. Vectran-ის ბოჭკოსგან დამზადებული ცვეთამედეგი დამჭიმი თოკები და სისტემის მთლიანი სექცია უზრუნველყოფენ მაქსიმალურ მდგრადობას და წინაღობადობას ატმოსფერული ზემოქმედების მიმართ. ბადე შეიძლება შესრულდეს 1 მ სიგანემდე.

INLINE
Sky-Frame-ის ეს სისტემა შევსებულია ფილიგრანული სვეტით, რომლის ხილული სიგანე მხოლოდ 30 მმ-ია. ეს იძლევა, დიდ ფართობზე, მთლიანი, უწყვეტი მინის კედლის შექმნით, უმოძრაო მინის პანელების გასაწევ ელემენტებთან გაერთიანების შესაძლებლობას.


GUARD
სტანდარტული Sky-Frame მოდელი გთავაზობთ შესანიშნავ წინააღმდეგობას შეღწევის,შემტვრევის მიმართ. გასაწევ ფანჯრებში შეიძლება დამონტაჟდეს სხვადასხვა დამატებითი კომპონენტები, რომლების პასუხობენ უსაფრთხოების განსაკუთრებულ მოთხოვნებს.


  • ინდივიდუალობა
    Sky-Frame-ს ესმის მისი მომხმარებლების საჭიროებები და სთავაზობს შესანიშნავ გასაწევ გადაწყვეტილებებს ნებისმიერი ცხოვრებისეული სიტუაციისთვის - იქნება ეს ქალაქური ცხოვრება ბინაში თუ უდარდელი დასვენება აგარაკზე.
  • მოხერხებულობა და კომფორტი
    სისტემა Sky-Frame მოიცავს რიგ ფუნქციებს კომფორტის დონის ასამაღლებლად. მზისგან დამცავი ჟალუზი უზრუნველყოფს დაცვას მხურვალე მზის სხივებისგან. მწერებისაგან დამცავი ბადეები საშუალებას გაძლევთ დატკბეთ ზაფხულის თბილი დღეებითა და საღამოებით მწერების გარეშე. ავტომატური ამძრავები უზრუნველყოფენ უხმო, მდოვრე სვლას და, საჭიროების შემთხვევაში - დისტანციურ მართვას. Sky-Frame გასაწევი მინის ფანჯრები აგრეთვე განკუთვნილია უსაფრთხოების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად. უსაფრთხო მინის გამოყენების გარდა, ის შეიძლება დამატებით აღიჭურვოს სიგნალიზაციის სენსორებით.

  • ესთეტიკა
    იატაკიდან ჭერამდე მინის ფანჯრებისა და რკალური ან დახრილი კონსტრუქციების გამოყენებით, Sky-Frame საფუძველს უყრის ინდივიდუალურ სივრცულ კონცეფციებს და გამორჩეულ არქიტექტურას. სრულად მინის კარები ფარული ზღურბლით ხსნის შიდა ინტერიერს. შიდა და გარე სივრცეები ერთიანდება ერთიანი, საერთო საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად. ნიშა იძლევა გასაწევი ფანჯრების თვალთახედვიდან სრულად გაქრობის შესაძლებლობას. როგორც Sky-Frame-ის სლოგანშია ნათქვამი - "A view, not a window", Sky-Frame - ეს არის ხედი ფანჯრებიდან და არა ფანჯრები. ამაშია მთელი არსი.

  • ტექნოლოგიები
    როგორც Sky-Frame-ის საინჟინრო ოსტატობის დასტური, რთული, მაგრამ დეტალურად მოფიქრებული ტექნოლოგია ძალიან მარტივია ექსპლუატაციაში. მოთხოვნები პროგრესისა და მდგრადი განვითარების მიმართ მტკიცედ არის გამყარებული Sky-Frame-ის კორპორატიულ ხედვაში და ასახულია კომპანიის მიერ დღემდე მიღებულ მრავალ ინოვაციურ ჯილდოში. Sky-Frame ტექნოლოგია 100 %-ით შექმნილია შვეიცარიაში. ეს არის ზუსტი ინჟინერიისა და პროდუქტის მაქსიმალური ხარისხისადმი სწრაფვის სინონიმი.

არქიტექტორების გამოხმაურება

Sky-Frame შთაბეჭდილებას ახდენს არქიტექტორებსა და კლიენტებზე მთელ მსოფლიოში. მეტის გასაგებად გადახედეთ ვიდეოს.

Architect Peter L.Wilson | Muenster | Germany | German/English
Kaestle Ocker Roeder Architekten | Stuttgart | Germany | German/English
Architect Gus Wuestemann | Zuerich | Switzerland | German/English
Ehrensberger Frei Architekten | Zuerich | Switzerland | German/English
Architect Andreas Schmitzer | Vienna | Austria | English/German
Architect Titus Bernhard | Augsburg | Germany | English/German
Architect Peter Kunz | Winterthur | Switzerland | English/German
Jonathan Segal | Why architects in the U.S. are choosing Sky-Frame
My point of view #05 - Stephan Hürlemann

Schüco პრემიუმ ალუმინის სისტემები

ალუმინის პროფილების წამყვანი მიმწოდებლის მაღალი ხარისხის სისტემები ქმნიან ფართო შესაძლებლობებს თქვენი სახლის შემინვაში თანამედროვე იდეების განხორციელებისთის და ჩუქნის თქვენს საყვარელ ადამიანებს სითბოს, სიმყუდროვეს და კომფორტს. Schüco-ს (შუკო) პროდუქტები აკმაყოფილებს უმაღლეს მოთხოვნებს დიზაინის, კომფორტის, უსაფრთხოებისა და ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით. შეიგრძენით Schüco-ს (შუკო) ალუმინის სისტემების პრემიუმ ხარისხი.

Schüco-ს ფანჯრის სისტემები
ალუმინის ფანჯრები Schüco (შუკო) განასახიერებს სხვადასხვა დიზაინერულ გადაწყვეტილებებს და შესრულების ვარიანტებს, რაც გაზრდილ თბოიზოლაციასთან ერთად ხელს უწყობს სურვილების ინდივიდუალურ განსახიერებას და ფანჯრების მიმართ თქვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
Schüco-ს კარის სისტემები
კარის პროფილების განსაკუთრებულმა სიმტკიცემ და საიზოლაციო თვისებებმა Schüco-ს კარის სისტემებში შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს ენერგეტიკული დანაკარგები.

Schüco- გასაშლელი სისტემები
Schüco-ს ერთ-ერთ უპირატესობას წარმოადგენს მათ ხაზში მაღალი ხარისხის თბოიზოლაციის მქონე გასაწევი და დასაკეცი კარის სისტემების არსებობა. განსაკუთრებული სიმტკიცის გამო, ალუმინი იძლევა ვიწრო პროფილებით და დიდი ფართობის მინებით კონსტრუქციების შექმნის შესაძლებლობას, რომლის საშუალებითაც დღის სინათლე მაქსიმალურად აღწევს ოთახში.

Schüco- საფასადე სისტემები
Schüco გვთავაზობს ბიგურ-რიგელის ფასადის სისტემების ფართო არჩევანს. მათი საშუალებით შესაძლებელი ხდება სხვადასხვა არქიტექტურული კონცეფციების რეალიზება, რომლებიც სითბოს შენარჩუნების, უსაფრთხოების, ავტომატიზაციისა და დიზაინის სფეროებში პროექტებთან ერთად იძლევა გამოყენების მაქსიმალურად მოქნილ შესაძლებლობებს.

Schüco აქსესუარები
მინა
ჩვენს პროექტებში ჩვენ ვიყენებთ ენერგოეფექტურ, მზისგან დამცავ ან მრავალფუნქციურ მინას. მინის სხვადასხვა კომბინაციების გამოყენება მინაპაკეტში იძლევა თბოიზოლაციის გაზრდის, მზეზე "სათბურის ეფექტის" შემცირების შესაძლებლობას შემინვის დიდი ფართობის შემთხვევაში, ხმის იზოლაციის, უსაფრთხოებისა და ძარცვის წინააღმდეგობის გაუმჯობესების შესაძლებლობას.

ჩვენი პროექტები

როგორ ვმუშაობთ
კონსულტაცია და წინასწარი გაანგარიშება
ჩვენ შემოგთავაზებთ სისტემების გამოყენების ოპტიმალურ ვარიანტს და გავაკეთებთ წინასწარ გაანგარიშებას.

ტექნიკური დავალების შეთანხმება
ჩვენ გავითვალისწინებთ ყველა თქვენს სურვილს ფერთან, შემადგენელ ნაწილებთან, შემავსებელთან და დამატებით პარამეტრებთან დაკავშირებით, მოვახდენთ კომერციული შეთავაზების ოპტიმიზაციას.

ხელშეკრულება
შევათანხმებთ პირობებს, შესრულების ვადებსა და გადახდის გრაფიკს
აზომვა და სამუშაო დოკუმენტაცია
ხელშეკრულების დადების შემდეგ ჩვენ ობიექტზე ჩავატარებთ აზომვებს და მოვამზადებთ ყველა საჭირო სამუშაო დოკუმენტაციას.
მასალების შეკვეთა და კონსტრუქციების დამზადება
სამუშაო დოკუმენტაციაზე თქვენთან შეთანხმების შემდეგ, ჩვენ ვუკვეთავთ მასალებს და ვამზადებთ კონსტრუქციებს
სამონტაჟო სამუშაოები
კონსტრუქციების მონტაჟს აწარმოებს გამოცდილი სამონტაჟო ბრიგადა. კომპანიის ტექნიკური დირექტორი რეგულარულად აკონტროლებს ობიექტზე სამუშაოების მიმდინარეობას. სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩვენ ვიცავთ კონსტრუქციებს სპეციალური ფირით, მოპირკეთების სამუშაოების ჩატარების პერიოდის განმავლობაში.
ექსპლუატაციაში გაშვება
მოპირკეთების სამუშაოების დასრულების შემდეგ, ჩვენ უზრუნველვყოფთ კონსტრუქციების ექსპლუატაციაში გაშვებას

გარანტია და მომსახურება
ჩვენ ვაწარმოებთ კონსტრუქციების საგარანტიო და სარემონტო მომსახურებას

მოგვწერეთ და დაგვირეკეთ.
ჩვენ ნამდვილად გვსიამოვნებს ჩვენს მომხმარებლებთან ურთიერთობა.
ტელეფონი: +995577380333
ელ.ფოსტა: hello@hqws.ee

OÜ HQ WINDOWS SYSTEMS | REG. 16128958 | VAT EE102326462